საზოგადოება

„გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში“

06.11.17 15:00


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორიმ საკვირაო ქადაგებისას მდიდრებს მოუწოდა, გაჭირვებულებს დაეხმარონ, მისი თქმით, ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში.

“მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე.

დღევანდელი სახარება მიგვითითებს, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის. მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები, დედოფლები, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ. სიმდიდრე – ეს არის განსაცდელი და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან.

ალბათ თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი, დავეხმარო თუ არა. თუ დავეხმარები, შეიძლება ღვინო ან არაყი დალიოს. მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს.

ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება. გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი და სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად”, -განაცხადა ილია მეორემ.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები