საზოგადოება

სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური გამოფენა თბილისში ტარდება

06.11.17 17:45


თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმს" თბილისი მეათედ მასპინძლობს, ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„არტისტერიუმი" ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს. გამოფენა, რომლის ორგანიზატორი ასოციაცია „არტისტერიუმია", პირველად 2008 წელს ჩატარდა.

წელს „არტისტერიუმი" ტრადიციულად წარმოადგენს უცხოელი და ქართველი მხატვრების ექსპოზიციებს, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს.

გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები საქართველოდან, რუსეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ კორეიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ფინეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, იაპონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

აღსანიშნავია, რომ „არტისტერიუმი 2017", რომელსაც იუბილესთან დაკავშირებით ეწოდა „No 10", ეძღვნება ვიზუალური ხელოვნების, რეწვისა (craft) და დიზაინის დიალოგს, მათ შორის კავშირებს, ერთმანეთში ტრანსფორმირების და ამ ფონზე ახალი შინაარსის ძიებას.

„ამისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რეწვისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური პოტენციალის, ვიზუალური ხელოვნების ინტელექტუალური და სოციალური შემადგენლის და დიზაინის ფუნქციონალურობის შემოქმედებითი ურთიერთგავლენების კვლევა", — ნათქვამა უწყების განცხადებაში.

„არისტერიუმი 2017"-ის ფარგლებში ღონისძიებები სხვადასხვა სივრცეებშია დაგეგმილი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა", გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში, ასევე გალერეა „ნექტარში", „კონტეინერსა" და Dédicace Gallery.
გამოფენა „არტისტერიუმი 2017"-ის პროგრამა

6 ნოემბერი, 19:00 საათი — გალერეა „კონტეინერი" (რადიანის ქუჩა 10) — ჯგუფური გამოფენა „პასპორტის ფოტო" (საქართველო).

7 ნოემბერი, 18:00 საათი — გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი (გია ჭანტურიას ქუჩა, 8) — ფოტოგამოფენა „ინდუსტრიული დიზაინის ნიმუშები პოლონეთიდან", 19:00 — საერთაშორისო გამოფენა „პირისპირ" (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი).

8 ნოემბერი, 18:00 საათი — გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი, (შარდენის ქუჩა, 19) –ელენე რაქვიაშვილის ინტერაქტიური პერფორმანსი „მეორე ბუნება" (საქართველო).

10 ნოემბერი, 18:00 საათი — გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი (გია ჭანტურიას ქუჩა, 8) — პროექტის პრეზენტაცია „რას ნიშნავს სიტყვა,,ვლადიკავკაზი" და ვინ არის ვლადიმირი?", ჯგუფი „ბულიონი"(საქართველო).

12 ნოემბერი, 19:00 საათი — გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, — „შეუდარებელი და ყოვლისშემძლე", უტა ბექაიასა და ლია ბაგრატიონის პერფორმანსი „შეუდარებელი და ყოვლისშემძლე" (საქართველო, აშშ).

14 ნოემბერი, 19:00 საათი — Dédicace Gallery (ათონელის ქუჩა, 27, მშრალ ხიდთან), ზურა აფხაზაშვილის (აფხაზი) პერსონალური გამოფენა — „შავი ყუთის ჩანაწერები" (საქართველო).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები