საზოგადოება

აკაკი ზოიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

06.11.17 20:00


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ამ მიმართულებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ექსპერტული დახმარების შესახებ ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აკაკი ზოიძემ აღნიშნა, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაძლებლობების გასაძლიერებლად ორგანიზაციული შეფასება მომზადდება და ამის საფუძველზე, სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავდება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ზემოაღნიშნული სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანად მართვაში შეუწყობს ხელს.

„ჩვენი სტუმრები საკმაოდ გამოცდილი ესტონელი ექსპერტები არიან, რომლებიც თავის დროზე, ჯანმრთელობის დაზღვევის ესტონურ ფონდს ხელმძღვანელობდნენ. ეს ფონდი ერთ – ერთი ყველაზე ეფექტიანი გახლავთ, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს.

ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ჩვენი სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაძლებლობების გასაძლიერებლად სტრატეგიული გეგმა შემუშავდეს, რომელიც მმართველობის სტრუქტურასთან, პერსონალთან, კვალიფიკაციასთან, კონტრაქტირების მექანიზმებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაცილებით უფრო ეფექტიანად მართოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

პირველად ორგანიზაციული შეფასება გაკეთდება. შეფასების საფუძველზე სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავდება. ამისთვის ექსპერტები ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდებიან”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები