საზოგადოება

აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტი დამსვენებლებს დეკემბრის დასაწყისიდან მიიღებს

06.11.17 21:30


გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს სამთო კურორტების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.

კურორტზე მდებარე კოტეჯებში შესაძლებელი იქნება 72 ადამიანის, სასტუმროებში კი 30 ადამიანის განთავსება. მთლიანობაში კურორტს ერთდროულად შეუძლია 7,5 ათასი ვიზიტორის მიღება.

2017 წლის დეკემბრის ბოლოდან ბათუმიდან გოდერძის მიმართულებით ვერტმფრენები იფრენენ. ვერტმფრენი ოთხი თვის განმავლობაში, ზამთრის საკურორტო სეზონის დასრულებამდე იფრენს. ბათუმიდან გოდერძამდე მანძილი ხმელეთით 109 კილომეტრს შეადგენს.

სეზონს აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებისა და სამთო კურორტების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები გახსნიან.

გოდერძი — საქართველოს სამთო კურორტებიდან ყველაზე ახალგაზრდა კურორტია, რომელიც ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს და აჭარის ყველაზე მაღალ ადგილად ითვლება. სამთო-სათხილამურო ტრასა გოდერძის უღელტეხილზე უნიკალურ კლიმატურ ზონაში მდებარეობს.

გასულ წელს კურორტზე თოვლის სიმაღლემ 2 მეტრს მიაღწია, რაც სამჯერ მეტია საქართველოს სხვა კურორტებთან შედარებით.

სამთო-სათხილამურო ტრასების პოპულარიზაციისთვის დაგეგმილია ყოველწლიური ტრადიციული ღონისძიებების გამართვა, კერძოდ, შეჯიბრება მთის ველოსპორტში, Off-Road-ი, Goderdzi Ethno Fest-ი და ა.შ.

კურორტზე სასტუმროს ტიპის ორ და ოთხნომრიანი შვიდი კოტეჯი — ფუნქციონირებს, რომლებიც 100 ადგილზეა გათვლილი. ზამთრის სეზონი აქ დეკემბერში იწყება და აპრილამდე გრძელდება. თუმცა, გოდერძის მშვენიერი ბუნებით ტკბობა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები