საზოგადოება

საქართველოს კლინიკებში სამედიცინო მომსახურებაზე ფასებს სახელმწიფო დაადგენს

07.11.17 14:45


იმ კლინიკებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვას მოისურვებენ, ოპერაციებზე ფასებს სახელმწიფო განუსაზღვრავს, განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ TV პირველის ეთერში.

ამჟამად პარლამენტში მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სამედიცინო მომსახურების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პარლამენტს ის განსახილველად 2017 წლის ბოლომდე გადაეცემა.

ზოიძე საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მსოფლიოში ცნობილი სისტემის Diagnosis-related group (DRG) დანერგვას შეეხო, რაც დიაგნოსტიკურად დაკავშირებულ ჯგუფებს ნიშნავს.

დეპუტატმა განმარტა, რომ ჯანდაცვის სისტემაში საბაზრო ფასების დადგენა საკმაოდ რთული თემაა და კლინიკებში ხშირად გაუგებარ საფუძველზე ხდება მათი დაანგარიშება. სწორედ მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად შეიქმნა DRG.

საერთაშორისო მოდელის თანახმად, სამედიცინო სერვისებზე ფასების დადგენა სამ წელიწადში ერთხელ ხდება ექიმების, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანიების შეხვედრის შემდეგ.

ზოიძის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს DRG-ს სისტემის განხილვა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მოდელის საქართველოზე ადაპტირება ერთ წელიწადში მოხერხდება და თუნდაც საპილოტე რეჟიმში დაინერგება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები