საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა ორი დღით რეისებს აუქმებს

07.11.17 15:50


საქართველოს რკინიგზა ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ორი დღით რეისებს აუქმებს.

ამის შესახებ განცხადებას სს "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

"საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 7 ნოემბერს ქუთაისიდან და 8 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან,ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი", - ნათქვამია განცხადებაში.

სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები