პოლიტიკა

თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

15.12.17 16:15


თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის.

ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდა.

"ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო“ აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ."- აღნიშნულია განცხადებაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები