საზოგადოება

თბილისში 25 ივნისს ასტრონომიის საღამო გაიმართება

24.06.16 22:05


ვაკის პარკში 25 ივნისს ასტრონომიის საღამო გაიმართება, დასწრება ყველა მსურველს შეუძლია, აღნიშნულია საქართველოს ასტრონომიის კლუბის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. ღონისძიების ორგანიზატორები საღამოს მონაწილეებს სთხოვენ, ვაკის პარკში მიიტანონ ტელესკოპები ან სხვა მოწყობილობები, რომლებიც ციურ სხეულებზე დაკვირვებისთვის გამოდგება.

ღონისძიების მიზანი საქართველოს მოსახლეობის ასტრონომიით დაინტერესებაა.

ცუდი ამინდის შემთხვევაში, ასტრონომიის საღამო მომდევნო დღისთვის გადაიდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები