საზოგადოება

თამაზ მეჭიაური - თინა ხიდაშელი მთავრობაში ”შაჰიდის ქამრის” როლს ასრულებს

27.06.16 20:40


თინა ხიდაშელი საქართველოს დამატებით საფრთხეს უქმნის, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თინა ხიდაშელი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს, რასთან დაკავშირებითაც მმართველმა გუნდმა ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

”თინა ხიდაშელი მთავრობაში ”შაჰიდის ქამრის” როლს ასრულებს. ვინც მას ამდენი ხანი აჩერებს, პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს. იმიტომ, რომ ეს ქალი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. მე არ მესმის, რატომ დგას ის პარლამენტის ზემოთ, აუქმებს გაწვევებს და იღებს სხვადასხვა საზიანო გადაწყვეტილებებს? მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკა გვეხმარება. მე მაინტერესებს, რაში გამოიხატება ამერიკის დახმარება? - ორი ტანკით და სასულე ორკესტრით?

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ამით აპირებს? ამ ქალის გადაწყვეტილებებში დამატებით საფრთხეებს ვხედავ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. რუსეთი რომ ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს, იმედია, ეჭვი არ ეპარება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ქალი არაადეკვატურია, მისი გადაწყვეტილებები პოპულისტური, რომელიც მიზნად მკვდარი „რესპუბლიკური პარტიის“ გაცოცხლებას ისახავს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები