საზოგადოება

ბათუმის მიმართულებით საერთაშორისო ფრენების უპრეცედენტო რაოდენობა განხორციელდა

29.06.16 14:55


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი საკურორტო სეზონს საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება.

როგორც “კვირას” ბათუმის აეროპორტიდან აცნობეს, 2016 წლი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მიმართულებით ფრენების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა. გარდა აქამდე არსებული რეგულარული ფრენებისა, დამატებითი ჩარტერული და რეგულარული ფრენები სრულდება ისრაელიდან, ირანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. გაიზარდა ჩარტერული ფრენების რაოდენობა ისრაელიდან ბათუმის მიმართულებით, ფრენებს კომპანიები „Israir Airlines და „El Al Israel Airlines” ასრულებს, რომელსაც ემატება ავიკომპანია „Arkia”, რომელიც წინა წელს განხორციელებული სამთვიანი ფრენების ნაცვლად წელს 10 თვის განმავლობაში შეასრულებს პირდაპირ ფრენებს თელ-ავივსა და ბათუმს შორის. ახალი ავიაკომპანიები შემოვიდა ყაზახეთიდანაც. ივნისში, ფრენების განხორცილება დაიწყო ყაზახეთიდან ორმა ახალმა ავიაკომპანიამ „Scat” -მა და „Skybus”-მა ორი დიდი ქალაქიდან – ასტანიდან და აქტაუდან. ივნის-ივლისის თვეში ფრენები ყაზახეთის ოთხი ქალაქიდან – ალმაატადან, ყარაგანდადან, ატირაუდან და კოსტანაიდან შესრულდება. გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, დაინიშნა ფრენები არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდანაც.

ივლისიდან, ჩარტერულ რეისებს შარჟა-ბათუმი-შარჟას მიმართულებით ავიაკომპანია „Air Arabia” შეასრულებს. ახალი მიმართულებები დაემატა ასევე რუსულ კომპანიას „Ural Airline”-ს, რომელიც ჩარტერულ ფრენებს უკვე ეკატერინგბურგიდან და სამარადან ასრულებს. გასული წლის მსგავსად პოლონეთის ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი “Rainbow Tours” წელსაც აგრძელებს ჩარტერულ ფრენებს. ბათუმის მიმართულებით ივნისი-ივლისის თვეში კვირაში 71 ფრენაა დანიშნული.

საერთაშორისო ფრენებს ბათუმის აეროპორტში ემატება ასევე შიდა ფრენების უპრეცედენტო რაოდენობაც, კერძოდ, 21 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენები თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება. ახალი საერთაშორისო და შიდა ფრენები ხელს შეუწყობს რეგიონის ტურიზმისა და ბიზნეს სექტორის განვითარებას”, – აცხადებენ ბათუმის აეროპორტში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები