პოლიტიკა

გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებიან

23.02.18 22:40


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თეოდორ-ვიორელ მელეშკანუს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დან ნიკოლაესკუს და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველს ბოგდან აურესკუს შეხვდნენ.

შეხვედრებისას განსახილველ საკითხებს შორის იყო: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რეგიონის უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონის ჭრილში, საქართველოს ოკუპაცია, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო – რუმიეთის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები