საზოგადოება

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეების სტამბოლიდან თბილისში გადმოყვანას ცდილობს

29.06.16 19:05


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ავიაკომპანიებთან, რათა სამშობლოში გადმოიყვანოს დაახლოებით 120 მოქალაქე, რომლებიც სტამბოლიდან აფეთქებების გამო საქართველოში ვერ გამოფრინდნენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში აფეთქებები საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელსა და ავტოსადგომზე სამშაბათს 22:15 საათზე მოხდა. დაიღუპა 36 ადამიანი, 147 — დაიჭრა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მას არ დაუდასტურებია ინფორმაცია, რომ აფეთქებების დროს საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები