მსოფლიო

სერჟ სარგსიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრი გახდება

14.03.18 17:00


სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გახდეს.

ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით სომხური გაზეთი „პასტ“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სომხეთში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ სარგსიანი 9 აპრილის შემდეგ შესაძლოა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს, თუმცა გამოცემის წყაროს ცნობით, საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია.

„ჩვენი წყაროს მტკიცებით, არა მარტო სომხეთის, არამედ სხვა ქვეყნების ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, ისეთი ვარიანტი განიხილება, რომლის მიხედვით, სერჟ სარგსიანი თავდაცვის მინისტრად დაინიშნება. ასე თუ ისე, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ადამიანად დარჩება“,- წერს გაზეთი.

სომხეთში გამართული პრეზიდენტის არჩევნების შედეგად, ქვეყნის ლიდერად არმენ სარქსიანი იქნა არჩეული, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 9 აპრილიდან შეუდგება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები