ეკონომიკა

საქართველო წარმატებით ვაჭრობს: ექსპორტი 25,5%-ით გაიზარდა

16.03.18 15:30


2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,5%-ით გაიზარდა და 446,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") მასალებში.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში იმპორტი ამ პერიოდში 13,3%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,3%-ით გაიზარდა და 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 791 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 47%-ია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტის ზრდა 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება — მას ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე საგარეო დადებითი ტენდენციები.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე დადებითად აისახება მიმდინარე და წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები