პოლიტიკა

იან კელი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი იქნება საქართველოს მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე

01.07.16 15:55


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში მალე შედგება.

როგორც იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტში მისი საქმიანობის გამოცდილების საფუძველზე შეუძლია განაცხადოს, რომ ასეთი სახის ვიზიტები ცხადდება მხოლოდ ვაშინგტონიდან.

„ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე და დროზე. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მდივანმა კერიმ აღნიშნა, რომ ჩამოვა საქართველოში, ხოლო დამატებით დეტალებზე საუბარი ნაადრევია. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვიზიტი მალე შედგება. ეს იქნება მტკიცე სიგნალი საქართველოს მხარდაჭერის, რომელიც დგას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, ჯონ კერი მონაწილეობას მიიღებს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის დაგეგმვის კომისიის შეხვედრაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები