ეკონომიკა

ბახტაძეს თქმით, მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26%-დან 24,6%-მდე შემცირდა

16.04.18 17:00


ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26%-დან 24,6%-მდე შემცირდა.

როგორც ბახტაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მნიშვნელოვნად დაჩქარდა კაპიტალური ხარჯების ათვისება ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით.

"მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26%-დან შემცირდა 24,6 %-მდე, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია კიდევ უფრო მეტი შემცირება 29,9%-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ზომის ზრდა ეკონომიკაში არის ძალიან კარგი ტენდენცია.

მნიშვნელოვნად დაჩქარდა კაპიტალური ხარჯების ათვისება ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით, პრაქტიკულად მიმდინარე წელს დაიწყო ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, ეს არის რიკოთის მონაკვეთის ოთხივე სექცია, სამხრეთის მაგისტრალი რუსთავიდან აზებაიჯანი-სომხეთის საზღვრის მიმართულებით, საქართველოსთვის უპრეცენდენტო სირთულის ხელოვნური ნაგებობები და გვირაბები, ნატახტარი-ყაზბეგი და ქუთაისი-მესტიის მიმართულებით. სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამამ და ჩვენმა წარმატებულმა ფისკალურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა, რომ ყველა მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტზე უკვე მოძიებულია შესაბამისი დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. ჩვენ სულ რაღაც ერთ წელიწადში შევამცირეთ ფისკალური დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ ნიშნულზე. ეს არის ნიშნული, რომელიც არის ძალიან ჯანსაღი, რომელიც მიუთითებს იმას, რომ საბიუჯეტო სექტორი არის ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური ატმოსფეროს გარანტი. ჩვენი შეფასებით და ძალიან ბევრი ექსპერტის შეფასებით, ის პროგრამა რაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო“,-აღნიშნა ბახტაძემ.

მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები