ეკონომიკა

ფულადი გზავნილები: საქართველოში ყველაზე მეტ თანხას რუსეთიდან აგზავნიან

17.04.18 15:35


საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს – ამ ქვეყნიდან 2018 წლის მარტში გადმორიცხეს 38,1 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2017 წლის მარტთან შედარებით 0,5%–ით ნაკლებია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მთლიანი მოცულობიდან რუსეთის წილი 29,1%–ია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მოცულობა 2018 წლის მარტში, გასული წლის მარტთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა და დაახლოებით 131,1 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 22,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 355 მილიონი დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,7%-ით მეტი ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის სამ თვეში 102,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში მარტში დაახლოებით 21 მილიონი დოლარი გადარიცხეს, რაც 24,2%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მარტში დაფიქსირდა. საერთო ჯამში საქართველოდან პირველ კვარტალში გადარიცხულია დაახლოებით 54 მილიონი დოლარი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,4%-ით მეტია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები