საზოგადოება

"ოლიმპიურ სოფელში" ახალმოსახლეობას 100 დევნილი ოჯახი ზეიმობს

04.07.16 16:15


თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში", ახალაშენებულ კორპუსში ბინა კიდევ 100 დევნილ ოჯახს გადაეცა, იუწყებასამინისტროს პრეს-სამსახური.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისში 17 ნგრევადი ან სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალ კორპუსებში გადაეცათ.

თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი ჯამში უკვე 691-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის 430-მა თბილისის ზღვაზე.

2016 წლის ბოლომდე კი, „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი კიდევ 400 დევნილი ოჯახი გახდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები