ეკონომიკა

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

05.07.16 16:45


საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი 2016 წლის მაისში აპრილის თვესთან შედარებით 15,4 ათასი ტონით გაიზარდა და 102,5 ათასი ტონა შეადგინა.

„მათ შორის ბენზინის იმპორტმა 48,7 ტონა შეადგინა, დიზელის საწვავის იმპორტმა კი 53,8 ათასი ტონა“, — განაცხადეს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

საანგარიშო პერიოდში რეგულარის მარკის (А-91) ბენზინზე იმპორტის 67,9% მოდის, 31,9% — პრემიუმის მარკის (А-95) ბენზინზე, ხოლო 0,1% სუპერის (А-98 მარკის) მარკის ბენზინზე. მაისში დიზელის საწვავის იმპორტის 9,1% L-62-ზე მოდის, ხოლო 90,9% კი ევრო-დიზელის (50PPM) მარკის საწვავზე.

მაისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან — 42,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 41,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი — 18,4 ათასი ტონა (18,0%), რუსეთი — 16,2 ათასი ტონა (15,8%), ბულგარეთი — 11,4 ათასი ტონა (11,1%), თურქმენეთი — 7,8 ათასი ტონა (7,6%), საბერძნეთი — 3,7 ათასი ტონა (3,6%), თურქეთი — 1,6 ათასი ტონა (1,6%), უკრაინა — 0,8 ათასი ტონა (0,8%).

2015 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი 2014 წელთან შედარებით 12,8%-ით გაიზარდა და 1036,1 ათასი ტონა შეადგინა. მათ შორის ბენზინის იმპორტმა 441 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავმა 595,1 ათასი ტონა შეადგინა, აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები