მსოფლიო

ილჰამ ალიევი - იმედი მაქვს, სომხეთის ახალი ხელისუფლება კონფლიქტის მოსაგვარებლად რეალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს

07.06.18 20:45


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად რეალურ ნაბიჯებს გადადგამს.

„იმედი მაქვს, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლება არ გაიმეორებს წინამორბედის შეცდომებს, სერიოზულად იმუშავებს კონფლიქტის მოსაგვარებლად და დაიწყებს მოლარაპაკებების რეალურ და არა მოჩვენებით პროცესს. ჩვენ კავკასიაში მშვიდობა გვსურს, ჩვენ კონფლიქტის დარეგულირებას ვითხოვთ და ამის უფლება გვაქვს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დროში ეს საკითხი მოლაპარაკებების გზეთ გადაწყდება“, - განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მზადყოფნა გამოთქვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გასამართად, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ პროცესში მონაწილეობას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მხარეც მიიღებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები