პოლიტიკა

თბილისში მონტენეგროს საკონსულოს გახსნის ცერემონიალი გაიმართა

14.06.18 16:30


13 ივნისს, თბილისში, მონტენეგროს საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. საპატიო კონსულად თეიმურაზ ქურხული დაინიშნა.

საკონსულოს გახსნის ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ: მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი სრჯან დარმანოვიჩი, მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში ლუბომირ მისუროვიჩი, საკონსულოს დეპარტამენტის უფროსი სელიმ ლიკა, მინისტრთა კაბინეტის უფროსი მარია დჟერკოვიჩ-პეტროვიჩი, სამაგიდო ოფიცერი საქართველოსთვის მარკო სრდანოვიჩი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

ღონისძიებას ასევე თბილისში მცხოვრები მონტენეგროს რამდენიმე მოქალაქეც დაესწრო.

იქ მყოფ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, ასევე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრმა სრჯან დარმანოვიჩმა და თვით საპატიო კონსულმა თეიმჯურაზ ქურხულმა, რომელმაც საუბარში აღნიშნა, რომ ბოლომდე გაამართლებს ნდობას და ეცდება, მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს მონტენეგროსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე მოახდინოს საქართველოში მყოფი მონტენეგროს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და თავის გუნდთან ერთად პროექტ „ქართული სახლის“ შექმნით ხელი შეუწყოს ქართული კულტურის პოპულარიზაციას მონტენეგროში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები