საზოგადოება

სუს-ი სისხლის უანგარო დონაციისთვის დააჯილდოვეს

21.06.18 17:15


სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორი მარინა დარახველიძე და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისიის ექსპერტთა მისიის წარმომადგენლები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სამი წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები