პოლიტიკა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

25.06.18 17:45


დღეს სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სომეხმა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მათი ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლა ფაშინიანის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი, რომელმაც დამატებითი იმპულსი შესძინა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ სრულყოფას,“ - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები