საზოგადოება
25.06.18 21:15
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმს ეწვია, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის “ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში” ფარგლებში, შეიქმნა.
პროექტს, რომელსაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფონდი ახორციელებს, სამეგრელოსა და გურიის რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მუზეუმებში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
გიორგი აბაშიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ მეტი ოკუპაციის შესახებ.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავცდით ოკუპაციის ხაზს და მუზეუმი გაიხსნა ლანჩხუთში.
ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის გასწვრივ მცხოვრებმა ახალგაზრდებმა იცოდნენ მეტი ოკუპაციის შესახებ, არამედ ამის შესახებ იცოდეს მთელმა საქართველომ. სამწუხარო სიმბოლოა, რომ ეს ყველაფერი ხდება რუსული აგრესიის ათი წლისთავზე. ფაქტია, რომ არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, არამედ საქართველოს ყველა რაიონში, ყველა სოფელში, თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე განიცადა და განიცდის ამ ოკუპაციას. მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს შეწყდეს ამ თემაზე საუბარი, არასოდეს შეწყდეს ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ლანჩხუთელებს აი ამ შესანიშნავი ინიციატივასთან შემოერთებისათვის”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მუზეუმის გახსნას ესწრებოდა ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ადგილობრივი საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწალეები;
აღინიშნა, რომ მუზეუმის ტერიტორია გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო პროექტებისთვის, გაიმართება მოსწავლეთა შეხვედრები და საჯარო ლექციები.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24