ეკონომიკა

საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის ჩარჩო შეთანხმება გაფორმდა

04.07.18 19:20


2018 წლის 4 ივლისს, ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ჰენრიკ ნორმანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის.

შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყანაში NIB-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ხელს შეუწყობს სკანდინავიის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობის დაწყებას.

სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის მიზანია, საინვესტიციო პროექტების დაფინანსება იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს აღნიშნული ბანკი. დღეისთვის, NIB-ის ინტერესს წარმოადგენს საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

NIB-ის მიერ დაფინანსებული პროექტები, ძირითადად, მოიცავს ენერგეტიკის, ტრანსპორტის და გარემოს დაცვის სფეროებს.

სკანდინავიის საინვესტიციო ბანკი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი დაფუძნდა 1975 წელს და ოპერირებს დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიტვას, ნორვეგიას და შვედეთს შორის 2005 წლის 1-ელ იანვარს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები