ეკონომიკა

2018 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

05.07.18 15:45


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 103 151 მგზავრს მოემსახურნენ. რაც 31% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (1 607 892 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის 6 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 675 073 მგზავრს მოემსახურა, რაც 30% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1 287 275 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 28% შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 183 632 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 234 679 მგზავრი შეადგინა.

ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2018 წლის პირველ 6 თვეში, ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 190 272 მგზავრმა ისარგებლა, რაც 43% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (133 424 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 6 თვეში, 3 063 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 156 რეისი შესრულდა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები