პოლიტიკა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნება

11.08.18 15:30


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში (ს. ცინცაძის 63) 11 აგვისტოს, აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი გაიხსნება. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, „აგვისტოს 10" „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ბიბლიოთეკის ფასადური კედელი აგვისტოს ომის თემატიკის არტ-ნამუშევრით მოიხატა და მას „აგვისტოს კედელი" დაერქვა. კედელზე მხატვრის თვალით დანახული ომის სიმბოლოებია ასახული. ნახატის იდეაზეც და შესრულებაზეც მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ (გაგოშა) იმუშავა.

„აგვისტოს 10" კამპანია „ძალა ევროპაშია"-ს ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციის დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებასა და პოპულარიზაციის პროცესში.

წყარო: IPN

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები