საზოგადოება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 2018-2025 წლების სტრატეგია ექნება

15.08.18 18:00


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ტურიზმის 2018-2025 წლების სტრატეგიის მიხედვით ამ ეტაპზე არსებული კვლევები განიხილეს.

მათი ინფორმაციით, სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს ისეთ თემატურ კონცეფციებს, როგორებიცაა სერვისის განვითარება, ტურისტული პროდუქტების განვითარება (მუნიციპალიტეტების მიხედვით) და ბათუმის ისტორიული უბნის (ძველი ბათუმი), როგორც ტურისტული პროდუქტის, განვითარების მიმართულებებს.

როგორც თორნიიკე რიჟვაძემ განაცხადა, ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში, მსგავსი თემატური კვლევები უმნიშვნელოვანესია.
„აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება ხდება ერთ-ერთი ტურისტულად წარმატებული ევროპული ქვეყნის (ხორვატია) მაგალითის გაზიარების მიხედვით. რეგიონში ტურიზმის განვითარების გრძელვადიან მთავარ დოკუმენტზე მუშაობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გაზაფხულზე დაიწყო და იგი საბოლოო სახეს დეკემბრის ბოლომდე მიიღებს. დოკუმენტის გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში აჭარის ტურიზმის 2025 წელს მისაღწევი მიზნები და შესასრულებელი სამუშაოები განისაზღვრება,” - ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

წყარო: IPN

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები