პოლიტიკა

ქუთაისის სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ბულინგის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო

19.09.18 13:00


ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს.

„სამინისტროს მიზანია, როგორც ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, ასევე მისი პრევენცია.

სწორედ ამიტომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე განხორცილებული შესაძლო ბულინგის ფაქტზე მოკვლევა ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს რეაგირება უმკაცრესი იქნება,“ - აცხადებენ უწყებაში.

ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც მასწავლებელმა მე-5 კლასელ ბიჭს ვარცხნილობის გამო შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები