ეკონომიკა

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

27.09.18 16:00


თიბისი ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერეს 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. რესურსის ვადიანობა 5 წელია და ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება.

„მოხარული ვართ, რომ ასეთი წარმატებული პარტნიორობა გვაქვს ევროპის საინვესტიციო ბანკთან. ეს უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ინსტიტუტებმა განახორციელეს. რესურსი მოხმარდება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისი ბანკის პოზიციებს ამ სეგმენტში, საქართველოში”, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„თიბისი ბანკის დაფინანსებით EIB ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კერძო სექტორის სტაბილიზაციისა და ხელშეწყობისთვის.

ამ ტრანზაქციით ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გრძელვადიანი ფინანსირების ხელშეწყობა იზრდება, რაც მათ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და საქართველოს ეკონომიკა გაიზდება”, – განაცხადა EIB-ის ვიცე- პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკიმ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები