ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

28.09.18 15:45


28 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, მაიკლ ქაუგლის, სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საბაჟო და საგადასახადო სფეროში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმები და განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მეტი ამერიკული და საერთაშორისო კომპანია დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა, მხარეებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა, რათა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები