ეკონომიკა

სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +9.1%-ით გაიზარდა

03.10.18 17:15


2018 წლის სექტემბრში საქართველოში 892,463 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა.

ზრდაწინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 763,529 შეადგინა, ზრდა +5.7%-ია. ტურისტული ვიზიტებისრაოდენობამ 536,302 შეადგინა, რაც 44,724-ით მეტია2017 წლის სექტემბერთან შედარებით. (ზრდა +9.1%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასშინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. პოზიტიურიტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდაარის შემდეგი ქვეყნებიდან:

ესტონეთი +86%, შვედეთი+82%, ნიდერლანდები +79%, გერმანია +62%, ლატვია+48%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +38%, გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები