ეკონომიკა

საქართველო ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის კრედიტს მიიღებს

05.10.18 11:10


საქართველომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) 74 მლნ ევროს თანხაზე საკრედიტო შეთანხმებებს მოაწერა ხელი. თანხა ენერგეტიკის სფეროსა და ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას მოხმარდება, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის 14 მაისს საქართველოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი დეკლარაციის „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“ ფარგლებში.

ქართული ენერგეტიკა ყველაზე პოპულარული დარგია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. 2018 წლის პირველ ორ კვარტალი ამ სფეროში ჩაიდო 174,9 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები