ეკონომიკა

ფულადი გზავნილები: ყველაზე მეტი ფული საქართველოში რუსეთიდან შემოდის

17.10.18 14:00


საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — ამ ქვეყნიდან 2018 წლის სექტემბერში დაახლოებით 37,7 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც, 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, 7,5%-ით ნაკლებია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მთლიანი მოცულობიდან რუსეთის წილი სექტემბერში დაახლოებით 29%-ია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის სექტემბერში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5,6%-ით გაიზარდა და 131,3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 1,3%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების მთლიანმა მოცულობამ იანვარ-სექტემბერში 336,3 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში სექტემბერში 19,2 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხეს, რაც 1,2%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის სექტემბერში დაფიქსირდა. საერთო ჯამში, საქართველოდან პირველ ცხრა თვეში გადარიცხულია დაახლოებით 167 მილიონი დოლარი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები