პოლიტიკა

2018 წლის 1-ელი იანვრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში თავშესაფარი უცხოეთის 82 მოქალაქეს მისცეს

11.01.19 14:45


2018 წლის 1-ელი იანვრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში თავშესაფარი უცხოეთის 82 მოქალაქეს მისცეს, საიდანაც 51-ს ლტოლვილის, ხოლო 31-ს ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში თავშესაფარი 930 პირმა მოითხოვა, საიდანაც ყველაზე მეტი - 216 ირანის, 76 იემენის და 72 ერაყის მოქალაქეა.

რაც შეეხება იმ ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობას, რომელთაც საქართველოში თავშესაფარი ყველაზე მეტჯერ მიენიჭათ, მათი ჩამონათვალი ასეთია: ეგვიპტე - 20 მოქალაქე (ლტოლვილის სტატუსი); იემენი - 18 (ჰუმანიტარული სტატუსი); ერაყი - 15 (ლტოლვილის სტატუსი).

აღსანიშნავია, საქართველოში საერთაშორისო დაცვა ყველაზე ნაკლები რაოდენობით სომალის (1 მოქალაქე); რუსეთისა (1 მოქალაქე) და პაკისტანის (1 მოქალაქე) მოქალაქეებს მიენიჭათ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები