ეკონომიკა
05.02.19 12:30
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – მარიამ ქვრივიშვილი ამ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად დაინიშნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი დღეს ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.
მარიამ ქვრივიშვილი 1990 წელს დაიბადა, დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (ბაკალავრი) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვა/ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი (MBA, მაგისტრანტი). ქვრივიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ლექტორია, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
„მარიამ ქვრივიშვილს აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. მას აქვს ბაკალავრის და მაგისტრის წოდება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულებით, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ მისი სამუშაო გამოცდილება, განათლება და ხედვები კიდევ უფრო მეტ ენერგიას შესძენს ტურიზმის ადმინისტრაციას და უფრო მეტად დაგვეხმარება, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ეკონომიკის ეს უმნიშვნელოვანესი სეგმენტი”, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი ქობულიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს – 2013 წლიდან ის შპს „ვოიაჟერის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე იყო ავიაკომპანია flydubai-ის რეგიონალური მენეჯერი საქართველოში.
2012-2013 წლებში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან უწყებას. წინ ბევრი გამოწვევაა, რადგან დასახული მიზნები, რომლებიც დაყრდნობილია ეროვნულ პრინციპებზე, საკმაოდ ამბიციურია. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიებით შევძლოთ და განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, გავხსნათ მეტი ახალი ავიარეისები, რომ ქვეყანაში შემოვიყვანოთ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ საქართველოს ჰქონდეს მეტი, დივერსიფიცირებული, სტრატეგიული ბაზარი”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24