პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

15.02.19 13:45


პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის საქართველოს ბიუროს ახალ ხელმძღვანელთან, კარლ ფრიდრიხ ტესტენსენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე.

კარლ ფრიდრიხ ტესტენსენის განცხადებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება მზად არის გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, გაუზიაროს მას საერთაშორისო გამოცდილება და დაეხმაროს შესაძლებლობების გაძლიერებაში.

„ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან. ეს ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს ბევრი მიმართულებით ეხმარება, განსაკუთრებით კი, საფინანსო თემებთან, საბიუჯეტო საკითხებთან, სამართლებრივ რეფორმებთან და საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით. ასევე, მსურს ხაზი გავუსვა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებას საქართველოს პარლამენტის აპარატის გაძლიერების მიმართულებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატებთან რეგიონული თანამშრომლობის კუთხით”,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას თამარ ჩუგოშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები