მსოფლიო

სომხეთში ნატოსთან თანამშრომლობისთვის პოლიტიკურ წინააღმდეგობას ვერ ხედავენ

11.03.19 14:20


სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით რესპუბლიკას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ეწვია.

აპატურაი შეხვედრებს ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან გამართავს.

როგორც სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ლევონ აივაზიანმა განაცხადა, სომხეთსა და ნატოს შორის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მე-6 ეტაპის დამტკიცებისთვის პოლიტიკური წინააღმდეგობა არ არსებობს.

მინისტრის თქმით, ნატო სომხეთისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, და თუ გეგმის დამტკიცების პროცესი ჭიანურდება - „ეს მხოლოდ ტექნიკური მიზეზით ხდება“.

„პოლიტიკური სარჩული არ არსებობს“,-აღნიშნა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა.

თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელმა არმენ ედიგარიანმა განაცხადა, 2020-2022 წლების ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მე-6 ეტაპი 2020 წლის დასაწყისში დამტკიცდება.

მისი თქმით, ახალი პროგრამის დამტკიცებამდე მოქმედებს ამჟამად არსებული გეგმა, მთავრობის პროგრამაში კი ნათქვამია, რომ სომხეთი ნატოსთან პარტნიორობის საგაგრძელებლად მზად არის.

სომხეთისა და ნატოს თანამშრომლობა IPAP-ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც 2005 წლის დეკემბერში დამტკიცდა. პროგრამაში მონაწილეობა გულისხმობს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში ნატოსთან პერიოდულ კონსულტაციებს, უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება, სომხეთის სამხედრო დოქტრინის შემუშავებას, თავდაცვითი პროცესის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო დაგეგმარებას და სხვა საკითხებს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები