ეკონომიკა

2018 წელს მშენებლობის სექტორში ბრუნვა 3.1 პროცენტით შემცირდა

21.03.19 16:40


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წელს მშენებლობის სექტორის ბრუნვა მიმდინარე ფასებში დაახლოებით 3.2 მილიარდი ლარი იყო. წინა წელთან შედარებით სამშენებლო სექტორი 3.1%-ით შემცირდა. 2017 წელს სამშენებლო სექტორი 13.5%-ით იყო გაზრდილი.

საქსტატის თანახმად, 2018 წელს მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) წინა წელთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა, რაც მიმდინარე ფასებში დაახლოებით 41 მილიარდი ლარია. 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმდინარე მოცულობა დაახლოებით 37.8 მილიარდი დოლარი იყო.

ყველაზე დიდი წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 6 მილიარდ ლარამდე, ვაჭრობის დარგს უკავია, რომელიც 2018 წელს 5.9%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის მრეწველობა 3.7 მილიარდი ლარით. წინა წელთან შედარებით დარგი 3.2%-ით არის გაზრდილი.

თითქმის ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტის სექტორს- დაახლოებით 2.7 მილიარდი ლარი.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, საფინანსო სექტორი დაახლოებით 213 მილიონი ლარით, ანუ 13.5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1.5 მილიარდს შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც (9.7 %), შედეგად, ქვეყანამ დარგიდან 2018 წელს მილიარდი ლარი მიიღო.






წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები