პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ეკა ბესელიას განცხადება პოლიტიკური სპეკულაციაა

22.03.19 15:00


ეკა ბესელიას განცხადება პოლიტიკური სპეკულაციაა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ თანაგუნდელებზე სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს, რის გამოც მათი საერთაშორისო დელეგაციებიდან გამოწვევას გეგმავს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კვოტების დადგენა, იმავე პროპორციით ხდება, როგორც ეს სხვა წლებში ხდებოდა.

"დღეს უბრალოდ დადგინდა კვოტები იმ პროპორციით, რომლითაც დგინდებოდა ყოველთვის. წმინდა წყლის სპეკულაციაა ყველა ინტერპრეტაცია ამ მოვლენასთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები