პოლიტიკა

სირიის ეკონომიკის მინისტრი - სირია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს ხედავს

19.04.19 12:15


სირია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას იმედოვნებს და ამაში დიდ პოტენციალს ხედავს, - ამის შესახებ სირიის ეკონომიკის მინისტრმა სამერ ალ-ხალილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, შევძლებთ შემდგომშიც განვავითაროთ ჩენი თანამშრომლობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკური ხელშეკრულებების ფარგლებში. ჩვენ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები დიდია, თუმცა არის რიგი სირთულეები, რომელიც უნდა გადავლახოთ“, - განაცხადა მან.

სამერ ალ-ხალილის თქმით, „ბოლო წლის განმავლობაში სირიამ შეძლო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების განვითარება და ახალი არხების ჩამოყალიბება“.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები