პოლიტიკა

საქართველოს ელჩის ინფორმაციით, შრი-ლანკაზე საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

22.04.19 12:30


შრი-ლანკაზე აფეთქების დროს საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ისაუბრა.

მისი თქმით, მონიტორინგი ამ დრომდე გრძელდება.

„დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს 4 მოქალაქე ტურისტული მიზნით იმყოფება დედაქალაქიდან მოშორებით, ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან და დაგეგმილ ვადებში აპირებენ დაბრუნებას" - აღნიშნა ელჩმა ირაკლი აბესაძემ.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 290, ხოლო დაშავებულია 500-მდე ადამიანი.






წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები