მსოფლიო

ერევანში, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ხელისუფლებას ახალი პირობა წაუყენა

25.07.16 20:30


ერევანში, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ხელისუფლებას პირობა წაუყენა. შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერებისგან შემდგარი საკოორდინაციო ჯგუფი აცხადებს, რომ თუ ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე ჯგუფი არ იქნება უზრუნველყოფილი საკვები პროდუქტებით, სასმელი წყლით, ელექტროენერგიითა და კავშირის საშუალებებით, „ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო წინააღმდეგობის კერები“ შეიქმნება.

„თუ საკვების, კავშირისა და ელექტროენერგიის საკითხი საღამოსთვის არ იქნება მოგვარებული, ჩვენ შემდგომ ქმედებებზე დავიწყებთ ფიქრს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელმა ალეკ ენიგომშიანმა.

მისი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული ჯგუფი 32 საათზე მეტია დარჩენილია საკვები პროდუქტებისა და წყლის გარეშე, შენობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, გასულ ღამეს კი გაითიშა მობილური კავშირი.

ალეკ ენიგომშიანის ინფორმაციით, ვითარება მწვავედ გაურესდა, ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სნაიპერები, რაც მიუთითებს, რომ ხელისუფლება მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აპირებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები