საზოგადოება

ბავშვის მდგომარეობა, რომელიც მე-8 სართულიდან გადმოვარდა, დამაკამაყოფილებელია

14.05.19 14:40


არასრულწლოვანის მდგომარეობა, რომელიც, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, თბილისში, საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულიდან გადმოვარდა, დამაკმაყოფილებელია. იაშვილის კლინიკაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ბავშვს დღეს ან ხვალ საავადმყოფოდან გაწერენ.

რაც შეეხება შემთხვევას, შსს-ს თქმით, 8 მაისს ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა. სამართალდამცველების მისვლისას მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი მოტეხილობები არ აღმოაჩნდა, თუმცა, მრავლობითი დაზიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მოკვლევა.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები