ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილმა და ევროკავშირის დელეგაციამ მყარი ნარჩენების მართვის პროექტები განიხილეს

06.06.19 15:30


საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ევროკავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩებს საქართველოში, კარლ ჰარტცელსა და ჰუბერტ კნირშს შეხვდა.

ელჩებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ - ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს განვითარების და თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) რეგიონული დირექტორი კლაუს ფიგელი.

მთავარი განსახილველი საკითხი, რაზეც მხარეებმა შეხედულებები გაცვალეს, მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტები იყო.

ამ მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანია მუშაობს, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. 2013 წლიდან დღემდე კომპანიის მფლობელობაში არსებული 54 ნაგავსაყრელიდან კეთილმოეწყო და შესაბამისობაში მოვიდა 31, ხოლო სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 23 ნაგავსაყრელი, ასევე მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი 5 სადგური.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები