ეკონომიკა

ბენზინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე – რა იწვევს რთულ მდგომარეობას ბაზარზე

06.06.19 15:45


ეკონომისტის, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტის პაატა ბაირახტარის განცხადებით, ბენზინზე ფასების ზრდა ნაწილობრივ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.

მისივე თქმით, ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორებია ბაზრის არაკონკურენტუნარიანობა და კომპანიების მხრიდან შეთანხმებული ფასების პოლიტიკა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში, ვგულისხმობ მაისის მეორე ნაახევარს, კომპანიებს ნამდვილად ჰქონდათ საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზი იმისათვის, რათა ფასები გაეზარდათ. თუ ჩვენ ჩავშლით მონაცემებს, დავინახავთ, რომ მართლია მაისის მეორე ნახევრიდან ნავთობზე ფასები შემცირებისკენ წამოვიდა, მაგრამ მაისის მეორე ნახევრიდან ისეთი ტემპით დაიწყო ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება, რომ შეუძლებელი იყო ამის დაბალანსება ნავთობის გაიაფებით. კომპანიებს ნამდვილად ჰქონდათ იმის საფუძველი, რომ ფასები გაეზარდათ. შეგვიძლია, პროპორციებზე ვიდაოთ, თუ რამდენად პროპორციუალდ გაიზარდა ფასები და ა.შ.

მანამდე არსებულ პერიოდს თუ შევხედავთ, სიტუაცია ცოტა უფრო რთულადაა იმ მიმართულებით, რომ მანამდეც, ორჯერ დაკორექტორდა ჩვენს ადგილობრივ ბაზარზე ფასები. ამ პერიოდში ნამდვილად არ ჰქონდათ კომპანიებს ობიექტური მიზეზები იმისა, რომ ფასები გაეზარდათ. მე ვგულისხმობ მაისის პირველ ნახევარს და მანამდე არსებულ გარკვეულ პერიოდს. ამ პერიოდში საწვავის ფასების დაკორექტირება ეკონომიკური და გლობალური ფაქტორებით განპირობებული არ იყო. ამაზე განმარტება არ მოგვისმენია კომპნიების მხრიდან, თუ რის საფუძველზე გაიზრადა ორჯერ ფასები საცალო ქსელში . ამის შემდეგ იწყება ის ხსენებული პერიოდი, რომლზეც დასაწყისში ვისაუბრე, ამის შემდეგ კომპანიებმა კიდევ გაზარდეს ფასები და ისტორიულ მაქსიმუმს გადასცდა 1 ლიტრი ფასი. ეს არის ის მოკლე ანატომია, თუ რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა და ფასები საწვავის ბაზარზე.

თუ გლობალურ ჭრილში გადავიტანთ ამას და ვისაუბრებთ , რა იწვევს ასეთ რთულ მდგომარეობას ბაზარზე , აქ ვაწყდებით რამდენიმე ფუნდამენტურ პრობლემას, ერთ-ერთია ბაზრის არაკონკურენტუნარიანობა . ეს არის ბაზარზე არსებული კარტელი , რომელშიც კომპანიები ერთხელ უკვე დაადანაშაულა კონკურენციის სააგენტომ და სასამართლომაც დაადასტურა შემდგომში. მათ ამისთვის ჯარიმაც დაეკისრათ. საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვია იმასთან დაკავშირებით, რომ ისევ არის ბაზარზე შეთანხმებული ფასების პოლიტიკა“- განაცხადა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი და საერთასორისო მდგომარეობა, იძლევა იმის საშუალებას, რომ საწვავის ფასები ადგილობრივ ბაზრზეც ქვევით წამოვიდეს.

„თუ შევხედავთ მიმდინარე პროცესებს როგორც ადილობრივ ბაზარზე, იგივე ლარის კურსთან დაკავშირებულს , თუ დავაკვირდებით გლობალურ ბაზარებს, დავინახავთ, რომ ორივე მიმართულებით ტენდენცია არის ძალიან პოზიტიური , რაც მთავარია ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ეს პოზიტიური ძვრები, აქედან გამომდინარე უახლოეს პერსპექტივაში, ეკონომიკური პრინციპები და საერთაშორისო მდგომარეობა, იძლევა იმის საშუალებას, რომ ფასები ადგილობრივ ბაზარზეც წამოვიდეს ქვევით“- განაცხადა ბაირახტარმა.

ცნობისთვის, ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინზე ფასი საშუალოდ 25 თეთრით გაიზარდა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები