პოლიტიკა

პარლამენტში 20 ოპოზიციური პარტიისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა იმართება

18.06.19 12:30


20 ოპოზიციური პარტიის ლიდერი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა პარლამენტში იმართება და მისი თემა ოპოზიციური პარტიების მიერ 300 ათასი ხელმოწერით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებაა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, გარდა იმისა, რომ კონსოლიდირებული ძალისხმევაა ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სპექტრში შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების თანადგომაც. მათი თქმით აუცილებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გამოიყენოს თავისი ბერკეტები რათა ივანიშვილი წავიდეს დათმობაზე და ქვეყანას მისცეს დემოკრატიულად განვითარებისა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის საშუალება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები