მსოფლიო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას მხარი დაუჭირა

25.06.19 13:30


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირო რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც რუსეთს დაუბრუნდა ხმის უფლება, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო წართმეული ჰქონდა. რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას 2019 წლის მაისში მხარი დაუჭირა მინისტრმა კომიტეტმა, რასაც შემდეგ მოჰყვა საპარლამენტო ასამბლეის იდენტური გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, რეზოლუცია სამომავლოდ არ ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მსგავსი სანქცია კიდევ ერთხელ იქნას გამოყენებული ევროსაბჭოს რომელიმე წევრის, მათ შორის, რუსეთის მიმართაც.

როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, ევროსაბჭოს წევრების უფლება, ხმა მისცენ, ისაუბრონ და განახორციელონ წარმომადგნელობითი უფლებამოსილება ასამბლეაზე, არ უნდა იყოს შეზღუდული.

გადაწყვეტილებას მხარი სხვადასხვა ქვეყნის 118-მა დელეგატმა დაუჭირა, 62 წინააღმდეგი იყო, ხოლო 10-მა თავი შეიკავა.

რუსეთს, ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლიდან ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) და მხოლოდ პლენარულ სხდომებზე დასწრება შეძლო.

საპასუხოდ, მოსკოვმა შეაჩერა ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ბიუჯეტში 33 მილიონი ევროს გადახდა, რაც მთელი ბიუჯეტის 7%-ია და ფინანსური კრიზისი გამოიწვია. ევროსაბჭოს წევრი კონტინენტის 47 სახელმწიფოა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები