პოლიტიკა

ევროსაბჭო საქართველოს საარჩევნო საკითხზე ყველა პარტნიორთან თანამშრომლომას აგრძელებს

26.06.19 12:00


ევროსაბჭო საქართველოს საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებაზე ყველა პარტნიორთან თანამშრომლომას აგრძელებს.

როგორც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოში პლურალიზმისა და დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ყველა პარტნიორთან, საქართველოში საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად. ამასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე მტკიცედ დაუჭირეს მხარი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას მომდევნო არჩევნებზე, რაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა. ამ ინიციატივის ძალაში შესასვლელად საჭიროა ყველა საპარლამენტო აქტორის ჩართულობა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სათანადო უმრავლესობამ მიიღოს.

ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას იმისათვის, რომ გამართონ დისკუსიები და მოლაპარაკებები ყველა ტექნიკურ ასპექტზე, რაც აღნიშნულ ცვლილებებს მოჰყვება, საპარლამენტო ასამბლეისა და OSCE/ODIHR საარჩევნო სადამკვირვებლო ანგარიშების დასკვნების გათვალისწინებით. ეს საქართველოში პლურალიზმისა და დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს",-ნათქვამია განცხადებაში.

24 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამასთან, ივანიშვილის განცხადებით, არჩევნებზე ნულოვანი ბარიერი იქნება დაწესებული.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები