პოლიტიკა
16.07.19 16:05
არანაირი პიროვნული პრეტენზია არ გვაქვს მათთან, ვინც თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს, უბრალოდ პოლიტიკურ მიზნად აქვთ დასახული, გააიგივონ და ტოლობის ნიშანი დასვან თავის დანაშაულებსა და სავალალო შედეგებს შორის, რომელიც 20-21 ივნისს მოხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ ხალხის მიმართ დანაშაული არაერთხელ ჩაიდინა, მათ შორის 2011 წლის 26 მაისს.
„ეს იყო ხელისუფლების მიერ საგანგებოდ განხორციელებული ოპერაცია, რასაც მოჰყვა წამება, დამცირება, ადამიანების სიკვდილი და ჭირისუფლისთვის იმის დაშლა, რომ კუბოსთვის თავი აეხადათ. ეს იყო რეალობა და სახელმწიფოს დამოკიდებულება. ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა.
ამ შემთხვევაში კი, არ გვაქვს პოლიტიკური დონიდან ჩადენილი დანაშაული. ამ შემთხვევაში, გადაცდომები გვაქვს, რაც მოჰყვა არა მხოლოდ მიტინგის დაშლას, არამედ სახელმწიფო უწყებაზე შეტევის მოგერიებას. ეს არის განსხვავება და ჩვენი პრინციპული პოზიცია აქ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა პოლიტიკურია.
„თანამდებობიდან გადადგომის საკითხი არის პოლიტიკური მოთხოვნა და იმ დამოკიდებულებას არ ეხება, რომელიც ყველას გაგვაჩნია კონკრეტული ადამიანების დაშავების გამო. ეჭვი მეპარება, კონკრეტული ადამიანების ჯგუფი რამეს განიცდის იმის გამო, რაც თანამოქალაქეებს მოუვიდათ სავალალო ჯახის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკური პარტიის ლიდერობითა და ორგანიზებით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
წყარო: პირველი არხი/ 1tv.ge
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24
-
15:2408.05.24
-
ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება
15:0008.05.24
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა
10:2208.05.24
-
სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები
10:0008.05.24
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24